რუსი ტურისტებისთვის საქართველო მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება, იტყობინება „ტასი“.
„უცხოეთის მიმართულებებზე, თურქეთის შემდეგ საქართველო გახდა მეორე ქვეყანა ჯავშნების რაოდენობით“, – უთხრა გამოცემას ალექსეი ვოლკოვმა, რუსეთის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის საერთო ეროვნული კავშირის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო თურქეთს ვერ გაუსწრებს, ვინაიდან ამ უკანასკნელში რუსი ტურისტებისთვის უფრო მეტი, სხვა დონის და ხარისხის შეთავაზებებია.
გარდა ამისა, ვოლკოვი ხაზს უსვამს, რომ თურქეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საკმაო ხანია ცნობილი, საქართველოს კი ჯერ ეჩვევიან, თუმცა მოსწონთ ქართული სამზარეული, მთები და პლაჟზე დასვენება.