ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა ჩვილობიდანვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ბევრ მშობელს, როგორც წესი, ეს მხოლოდ მაშინ ახსოვს, როცა ბავშვს პრობლემები ექმნება: კბილის ტკივილი, კარიესი, კისტები და ა.შ.
ბავშვთა კბილებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესი ნაწილის აღმოფხვრა შესაძლებელია. რამდენიმე მარტივი წესის დაცვაც საკმარისია.
მნიშვნელოვანია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილების, კბილების ამოსვლის პროცესის, რძის კბილების მუდმივ კბილებამდე შეცვლასთან და სტომატოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება, მკურნალობა ან აღმოფხვრა.
სტომატოლოგი ლილით ხანჯიანი ახალქალაქში ბავშვებთან მუშაობს, ის მშობლებს პროფესიულ რჩევებს აძლევს, თუ როდის და როგორ უნდა დაიწყონ ბავშვთა კბილების მოვლა.