“Open Russia”-ს კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატზე რუსეთში საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა აქსანა ავეტიანმა პირველი ადგილი დაიკავა.
14 მაისს მოსკოვში “Open Russia”- საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ახალქალაქელი, მაგრამ უკვე რუსეთში მცხოვრები სპორტსმენი აქსანა ავეტიანი წარმოადგენდა. პირველი ადგილი 18-20 წლის ასაკის “კატის” კატეგორიაში მოიპოვა. ფინალში რუს სპორტსმენს დაუპირისპირდა. ჩემპიონატზე იასპარეზეს სომეხმა, ინდოელმა და რუსმა სპორტსმენებმა. რუსეთში გადასვლის შემდეგ, ინსტრუქტორებთან აღარ ვარჯიშობს, რადგან ათავად დაეუფლა ამ პროფესიას. “Open Russia”-ს კარატეს ჩემპიონატზე საქართველო წარმოადგინა და გამარჯვებულმა აღმართა საქართველოს დროშა.
აქსანა ავეტიანი შარშან ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იურიდიულ უმაღლეს განათლებას იღებს.
აქსანამ სპორტული კარიერა 8 წლის ასაკში ახალქალაქში დაიწყო. 11 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პირველი გოგონაა, რომელმაც პირველი სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო ახალქალაქიდან და ჯამში 215-ზე მეტი მედალი აქვს.
მსოფლიო ჩემპიონი გოგონა ახალქალაქიდან
“მე პატარა ქალაქიდან ვარ” – წარმატების ისტორია შეზღუდულ პირობებში