პროექტის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიღებული რეზულტატის გასაცნობად ახალქალაქს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ თან ახლდნენ მერი მელქონ მაკარიანი, პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები.
ახალქალაქის მერის განმარტებით, ვიზიტის შემდეგ გამოვლენილი ყველა პრობლემა აღმოიფხვრება.
„მოვიდნენ, გაეცნენ შესრულებულ და დაუმთავრებელ სამუშაოს, ხარვეზებს. ხარისხი შედარებითი იყო და ცუდად შესრულებულ სამუშაოებზე თავიდან უნდა იზრუნონ. წამოწყებული საქმეების უმეტესობა დასასრულს უახლოვდება”.
Jnews-ის ობიექტივს არ გამორჩენია, რომ თავისუფლების ქუჩაზე (ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე) მაღალსართულიანი შენობების ფასადები უხარისხოდ მოპირკეთდა – ფილები უკვე ცვივა.
მერი მელქონ მაკარიანი ირწმუნება, რომ ზემოაღნიშნული მონაკვეთიც შეკეთდება.
2021 წლის ივლისიდან ახალქალაქში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების ფასადების გარე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ახორციელებს.