2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 160 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში რუსული გზავნილები 20%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იტალია 41 მილიონი დოლარის გზავნილებით, რაც წლიურად 22%-ით არის მომატებული. მესამე პოზიციაზეა აშშ 37 მილიონის გზავნილებით, სადაც ზრდა 37%-ს შეადგენს.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო:

1. რუსეთის ფედერაცია – 160 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 20%
2. იტალია – 41 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 22%
3. აშშ – 34 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 37%
4. საბერძნეთი – 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 9%
5. ყაზახეთი – 20 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2%
6. გერმანია – 18 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 50%
7. ისრაელი – 17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5%
8. თურქეთი – 9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%
9. ესპანეთი – 5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 9%
10. აზერბაიჯანი – 5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -3%
11. საფრანგეთი – 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%
12. გაერთიანებული სამეფო – 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 39%
13. ირლანდია – 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 109%
14. ყირგიზეთი – 3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%
15. ერაყი – 3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 405%
16. პოლონეთი – 2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -22%
17. კანადა – 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 13%
18. ტაჯიკეთი – 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 22%
19. სომხეთი – 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 62%
20. კვიპროსი – 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%

რაც შეეხება საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილ თანხებს, ის აპრილში 28.4 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 12%-ით არის გაზრდილი.