8 მაისს ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრივის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნებული გორ აივაზიანი საპატიოდ მიიღო. სპორტსმენი მეორე წელია კრივში ევროპის ჩემპიონია.

IMG_9511

ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მოკრივეს ზეთისხილის გვირგვინი გადასცა და გამარჯვება მიულოცა:

“ძალიან ბედნიერი ვარ. მთავარია მშვიდობა იყოს, ჩვენი სპორტსმენები და ტრენერები ჯანმრთელები იყვნენ, პირველი ადგილები დაიკავონ. ასეთი მიღწევებით ძალიან კმაყოფილები და აღფრთოვანებულები ვართ. ჩვენი  სპორტსმენი გომციან არტიუშიც ასპარეზობს და გამარჯვებას ვუსურვებთ“.

IMG_9517

მოკრივე გორ აივაზიანი – ევროპის ჩემპიონი

გორ აივაზიანი კრივში ევროპის ჩემპიონი გახდა

“რინგიდან მხოლოდ გამარჯვებული”: გორ აივაზიანი