პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, რეპუტაციის გაუმჯობესების, წარმატებული სასწავლო პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოების წინაშე საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით ყოველწლიურად კონკურსს ატარებს.
კონკურსი 2023 წლის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად შემდეგ საგნებში გამოცხადდა:
თითოეულ საგანში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ-მასწავლებლებს შეუძლიათ, რომლებსაც არანაკლებ 3წლიანი სწავლების გამოცდილება აქვთ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შეუძლია:
ა) თავად მასწავლებელს, რომელიც ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას ავსებს
ბ) სკოლის ადმინისტრაციას პედაგოგიური/სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით
გ) ადგილობრივ თვითმმართველობებს და (ან) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრებს
ე) პროფკავშირებს
რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 18 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
საკონკურსო განაცხადის პუნქტების შევსება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე კონკურსიდან მოიხსნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს.