როგორც ამას წინათ Jnews-მა დაწერა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა სასწავლო დაწესებულებაში მეცადინეობები გადაიდო და იმისთვის, რომ სტუდენტები არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს, უნივერსიტეტები ონლაინ ლექციებზე გადავიდნენ.

ონლაინ თუ უნივერსიტეტში…

ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევს მიიღო განათლება საკუთარ სფეროში. თუმცა, სტუდენტი შეიძლება იზოლირებული იყოს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სტუდენტებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. სახლში დარჩენილები ელოდებიან ონლაინლექციებს, რათა გაკვეთილები შემთხვევით არ გამოტოვონ.

ანუშ არუთუნიანისთვის, რომელიც მოსამზადებელი კურსის სტუდენტია, ეს მეცადინეობები მეტად მნიშვნელოვანია, ის ქართულ ენას სწავლობს. მათ ესმის, რომ ონლაინს გაკვეთილები უფრო თანამედროვე, მიღებულია და პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, თუმცა სწავლის ამ მეთოდით დიდად კმაყოფილი არ არის. ანუშმა ზოგიერთ გაკვეთილში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მას მაინც არ მოსწონს ონლაინ-სწავლება.

“ონლაინ-სწავლების დროს სტუდენტსა და ლექტორს შორის პირდაპირი კავშირი არ მყარდება, ასევე შესაძლებელია, რომ ბევრ სტუდენტს არ ჰქონდეს ინტერნეტი, ან კომპიუტერი, ისინი ნებით თუ უნებლიეთ, გამოტოვებენ მეცადინეობებს. მე ვთვლი, რომ ასეთი განათლება არასრულფასოვანია, თუკი სტუდენტს დაებადება შეკითხვა, ბევრი პასუხის გარეშე დარჩება”, – ამბობს ანუში.

ის ასევე საუბრობს ონლაინ-გაკვეთილების უპირატესობებზე.

ონლაინ-სწავლების დროს ჩვენ, სტუდენტები, თვითონ ვარჩევთ ჩვენთვის შესაფერის დროს, მცირდება ხარჯები, ასევე ეს ახალი და შესანიშნავი შესაძლებლობაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის”, – აღნიშნავს ანუში.

მესამე კურსის სტუდენტს რიმა მარანგოზიანს ის ფაქტი მოსწონს, რომ მას სახლიდან შეუძლია მეცადინეობებს თვალი ადევნოს.

“ეს ძალიან მაგარია, რომ სახლიდან ნებისმიერ დროს შემიძლია შევუერთდე ჯგუფს და ჩავერთო მეცადინეობებში, თუმცა ეს ცოტა არასაინტერესო პროცესია, არ არის ჯგუფი, არ არის შეტყობინებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მე აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემმა თანაკურსელებმაც არ იციან, ისინი არ გვაწვდიან ლიტერატურას. მე ისეთი საგანიც მაქვს, რომლის მასწავლებელს ჯერ არაფერი გამოუგზავნია”, – აღნიშნავს სტუდენტი.

რიმა ასევე ყვება სირთულეებზე.

“ჩემთვის ძალიან ცუდია, რომ არ დავდივარ უნივერსიტეტში. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, ჩემი თანაკურსელების პასუხებიდან, ლექტორის ლექციიდან ბევრ რამეს ვსწავლობ, ვიდრე, როდესაც ვკითხულობ. თუმცა, ახლა მე უნდა ვიჯდე ლიტერატურა მთლიანად ვიკითხო. მე ვსწავლობ ჟურნალისტიკას, ჩვენ ბევრს დავალებას ვასრულებდით, მაგრამ ახლა რას გავაკეთებთ, როგორ ჩავაბარებთ გამოცდებს – საერთოდ ვერ წარმომიდგენია”,- ყვება რომა მარანგოზიანი.

ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად რიმა ამატებს, რომ სავარძელში ჯდომით, ლექციაზე მას შეიძლება ჩაეძინოს.

“ერთადერთი, რაც მომწონს, ეს არის ის, რომ ლექცია დიდხანს არ გრძელდება, ძირითადად შერეულია, სხვადასხვა ლექტორი სხვადასხვა პროგრამით ატარებს გაკვეთილს, შესაბამისად, სისტემა უფრო რთულად მუშაობს”,- ამბობს რიმა.

მე-4 კურსის სტუდენტი დაიანა ეპრიკიანი, რომელიც ბიზნესს სწავლობს, იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი დროებითია.

“იმისათვის, რომ არ ჩამოვრჩეთ სასწავლო პროგრამას, სპეციალური რესურსები შეიქმნა დისტანციური, ონლაინ-სწავლებისთვის. ეს ახალი მეთოდი შესაძლებლობას გვაძლევს კავშირი შევინარჩუნოთ ლექტორთან და თანაკურსელებთან უნივერსიტეტში მისვლის გარეშე, დავესწროთ ონლაინ-ლექციებს და სემინარებს, ჩავაბაროთ საშინაო და ტესტური დავალებები. მიუხედავად პლუსებისა, სტუდენტებისათვის ონლაინ-მეცადინეობების შექმნამ ისინი რიგი სირთულის წინაშე დააყენა”, – ამბობს დაიანა.

სირთულეებზე საუბრისას, ის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს:

“ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა არაქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც დისტანციური სწავლების სისტემაში არიან ჩართულნი, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ვირტუალური  ურთიერთობა რთულია. საბოლოოდ სტუდენტი კამერის წინ თხრობას გაურბის, არ არსებობს სტუდენტსა და ლექტორს შორის პირდაპირი კავშირი, ხოლო პრაქტიკული უნარების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეალობაში, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების შესრულებით”,- დასძენს დაიანა.