რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 4 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 4 დრონი.

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 საბრძოლო დაჯავშნილი მანქანა, 4 ანტისაჰაერო სისტემა, საავტომობილო ტექნიკის 5 და სპეციალური ტექნიკის 3 ერთეული.

მათივე ცნობით, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 289 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემა, 308 თვითმფრინავი, 293 ვერტმფრენი, 911 ფრთოსანი და საკრუიზო რაკეტა, 18 გემი და ნავი; 5718 სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვილობა და ავტოცისტერნა/მანქანები და საწვავის ავზი, ხოლო 337 სპეციალური აღჭურვილობა.