საქართველოს სომეხთა კავშირის ოფისში, საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანს, თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარეს რიტა ხიდირბეგიშვილსა და დეპუტატ რიმა ბერაძეს და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი შეხედულებები გამოეხატათ.
შეხვედრაზე ნინო წილოსანმა ქალთა უფლებებს, ჯანდაცვის სისტემაში მათ შესაძლებლობებს და კომიტეტის მუშაობას გაუსვა ხაზი. ასევე აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამები ყოველწლიურად იზრდება, იხვეწება და ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
შეხვედრაზე ჯავახეთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს: ინფორმაციის ნაკლებობა, სტერეოტიპები, რომლებიც ქალებს სრულფასოვან და თავისუფალ ცხოვრებაში ხელს უშლის. Jnews-ის შეკითხვაზე, თუ რამდენად აცნობიერებს ცენტრი რეგიონში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებს, წილოსანმა აღნიშნა, რომ არაერთხელ იყო ნამყოფი ახალქალაქში და საკითხებს ადგილზე გაეცნო. დარწმუნებულია, რომ თუ შესაბამისი ნაბიჯებით, ვითარება გამოსწორდება.
მან მზადყოფნა გამოთქვა, სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართოს და სახელმწიფო პროგრამები და მონაწილეობის მეთოდები დეტალურად წარმოადგინოს.
„მზად ვართ შეხვედრების საშუალებით ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ ვისაუბროთ. ასევე შეგვიძლია მობილიზებული ექიმების ჯგუფის დახმარებით კონსულტაციები ჩავატაროთ და ცენტრიდან შორს მცხოვრები ქალები სპეციალურად მათთვის შექმნილ სხვადასხვა პროგრამებს გავაცნოთ“, – განმარტა წილოსანმა.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს, ერთი მხრივ, გამოწვევების უკეთ გაცნობის, მეორე მხრივ კი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობაა.
შეხვედრის დასასრულს სომხეთის სომეხთა კავშირის ხელმძღვანელმა მარი არაკელოვამ შეხვედრის მომხსენებლებს სუვენირები გადასცა.
შეხვედრამ ნაყოფიერ ატმოსფეროში ჩაიარა.