დიდთოვლობისა და ამინდის დაბალი ტემპერატურის გამო, საქართველოში საგზაო მოძრაობის შეზღუდვები შემოიღეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ან ნახევრად მისაბმელიანი ავტომობილებით გადაადგილება.
მსგავსი აკრძალვა ამოქმედდა გომის საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზეც (14-40კმ მონაკვეთზე).
გარდა ამისა, გურიის რეგიონში 34-53კმ-ის მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა, ჩოხოტაური – ბახმაროს გზებზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა. ასევე შეუძლებელი იქნება მოძრაობა 14-32კმ მონაკვეთზე და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟგეზი-გომისტა (14-32 კმ) გზატკეცილზე.