“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური თემები უნდა განიხილონ. როგორ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა არსებულ პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილავენ კრისტიან დანიელსონის ვიზიტსა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესს.
კითხვაზე, წავა თუ არა “ქართული ოცნება” დათმობაზე, ვოლსკი ამბობს, რომ “ამაზე ისაუბრებენ”.
უფრო დეტალურად, თუ რა საკითხებზე იმსჯელებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.