Covid-19-მა ოჯახები 2 და ზოგან 3 ნაწილად დაყო. კარანტინისა, თანმხლევი შიშისა და სხვადასხვა მოქალაქეობის გამო, მოსახლეობა ჯავახეთში ვერ ბრუნდება. გაურკვევლობის გამო ეს ადამიანები ყოველ დღეს განცდებსა და ტანჯვაში ატარებენ.
მარიანნა არაქელიანი მუდამ ახალქალაქში ცხოვრობდა, თუმცა უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის იძულებული იყო სომხეთის მოქალაქეობა აეღო, რათა რუსეთში გაევლო მკურნალობა და ოპერაცია ჩაეტარებინა. ოპერაციის, მკურნალობისა და სომხეთში დაბრუნების შემდეგ, საიდანაც მარიანნა ახალქალაქში უნდა ჩამოსულიყო, საზღვრები დაიკეტა. ის სომხეთში 3 თვით ჩარჩა. თავდაპირველად მარიანნა Jnews-ის რედაქციას წერდა და დახმარებას ითხოვდა, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მისი დახმარება შეუძლებელი იყო.
«ჩვენ სომხეთში საქართველოს საელჩოს დავუკავშირდით, რადგან ამბობდნენ, რომ შერეულ ოჯახებს შეეძლებოდათ საზღვრის გადაკვეთა. ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა. მე მითხრეს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, საზღვარი რომ გადავკვეთო, შვილი უნდა მყავდეს არასრულწლოვანი ან მეუღლე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. სახლში დაბრუნების არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს. ვცხოვრობ ნათესავებთან და ახლობლებთან თითო თვე. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? ეს აუტანელია»,- ტირილით ყვებოდა მარიანნა.
ახალქალაქის სამუსიკო სკოლიდან, ჩვენი მონაცემებით, კორონავირუსის გამო მინიმუმ 4 ადამიანმა ვერ მოახერხა ახალქალაქში დაბრუნება. მიზეზი დაავადებისა და კარანტინის შიში იყო.
«კორონავირუსის გამო ჩავრჩი სომხეთში, ღმერთმა არ ქნას გადაგვედოს. ვცდილობ ტაქსი ვნახო, რათა მომავალ კვირას “სადახლომდე” მივიდე, შემდეგ კი ღმერთმა იცის სად უნდა გავიარო კარანტინი. სიმართლე გითხრათ, მეშინია!! 8 მარტიდან სომხეთში ვარ, სამი დღის შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ საზღვრები დაიკეტა და სამი თვით მომიწია დარჩენა»,- ყვება ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანი.
სვეტლანა სამუსიკო სკოლის ერთადერთი თანამშრომელი არ არის, რომელიც სომხეთში კორონავირუსის მძევლად დარჩა.
“არ ვბრუნდები იმის გამო, რომ “სადახლოს” გამშვები პუნქტიდან არასდროს მიმგზავრია და კარანტინის ზონაში დაავადებისა მეშინია. ინფორმაციას მხოლოდ მედიის საშუალებით ვგებულობ, მაგრამ ვის უნდა მივმართო და როგორ, ჩემდა სამარცხინოდ, არ ვიცი. საელჩოს არ მივმართე, ჩემს ქალიშვილთან ვცხოვრობ. სომხეთში ამბობენ, რომ მეორე ტალღა დაიწყო. გარეთ არ გავდივარ და ინფორმაციის სანდოობის კურსში არ ვარ. ძალიან მინდა დაბრუნება. ახალქალაქში მამა დარჩა მარტო. მეუღლეც მარტოა… აქ კარგად ვარ, მაგრამ მამაკაცებზე ვნერვიულობ. შეგიძლიათ დამეხმაროთ?»,- ამბობს მუსიკალური სკოლის პედაგოგი მარინე ერიციანი.
ცალკე ტრაგედიაა, როდესაც ბავშვი მშობლებს თვეებით შორდება. მსგავსი რამ ნინოწმინდაში არმინეს ს-ის პატარა ქალიშვილს დაემართა. მისი ოჯახი დიდი ხანია სომხეთში ცხოვრობს. არდადეგებზე არმინეს 3 წლის ქალიშვილი ნინოწმინდაში ბებიასთან და ბაბუასთან ჩავიდა. ბავშვი დღემდე მშობლებისგან დაშორებით ნინოწმინდაში იმყოფება.
“იმის გამო, რომ ჩემი შვილი საქართველოშია, სტრესში ვარ და ნორმალურად მუშაობა არ შემიძლია. ჩვენ ბაბუაჩემის დაბადების დღეზე, 17 მარტს, უნდა ჩავსულიყავით. 14 მარტს გავიგეთ, რომ საზღვრები იკეტება. ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა, თორემ ბავშვს წინასწარ ჩამოვიყვანდით. ჩვენ არ გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა. ვფიქრობდით, რომ მთავარი იყო ის, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდებოდა. ქმარი ვერ ჩავიდოდა, რადგან სომხეთის მოქალაქეა. მე შემეძლო ჩასვლა, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ მეუღლესთან უკან ვერ დავბრუნდებოდი, სომხეთში აღარ შემომიშვებდნენ. ბავშვი ასევე სომხეთის მოქალაქეა. მე შემეძლო 2 კვირიანი კარანტინის გავლა, მაგრამ დავრჩებოდი საქართველოში, მეუღლე კი სომხეთში»,- ყვება არმინე.
მეუღლესთან ერთად ბავშვის ჩამოყვანას ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ ვარიანტები არარეალურია და მხოლოდ ლოდინი და ტანჯვა რჩებათ.
«ჩვენ სომხეთში საქართველოს საელჩოს, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შირაკ თოროსიანს დავუკავშირდით… ჩვენ გვსურდა, რომ თუნდაც ერთი დღით გაეხსნათ “ბავრის” სასაზღვრო პუნქტი და ნება დაერთოთ შვილი სომხეთში გადმოგვეყვანა. სომხური მხარე მზად იყო გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა, მაგრამ გვითხრეს, რომ საქართველოს სასაზღვრე პუნქტი ნებას არ დართავს. გვითხრეს, რომ ბავშვის გადმოყვანა შესაძლებელია მხოლოდ ბაგრატაშენით და ისაც მხოლოდ ბავშვისათვის. მაგრამ შეუძლებელია 3 წლის ბავშვი მარტო, უფროსის გარეშე გაუშვა. ეს აბსურდია. ეს ისედაც სტრესია ბავშვისთვის, რადგან ბებიასთან და ბაბუასთანაც ძნელად რჩება. როგორ შეძლებდა ამდენი ხანი უცხო ხალხთან ერთად მგზავრობას»,- ყვება არმინე ს.
ამ ადამიანებისათვის, ისევე როგორც ბევრი სხვისთვის დღეს ყველაზე ამაღელვებელი შეკითხვაა, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, თუმცა ჯერჯერობით არავის არ აქვს ამ შეკითხავზე პასუხი, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოს ეპიდემოილოგიურ სიტუაციაზეა, არამედ სომხეთისაც, რაც საკითხს უფრო მეტად ართულებს…