21 ოქტომბერს თბილისის წ. ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში გაიმართა სომხური ეთნოგრაფიული ცეკვების ღია გაკვეთილი და დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩაერთონ, ისწავლონ საცეკვაო სვლები და ერთად ეცეკვათ.
გაკვეთილმა ჩაიარა საინტერესო ფორმატში, გარემომ საშუალება მისცა მონაწილეებს შეეგრძნოთ სომხური ცეკვების თამამი სული. მონაწილეებმა და გამვლელებმა, რომლებიც სიამოვნებით შეუერთდნენ ღია ცეკვის გაკვეთილს, გამოხატეს სიხარული თბილისის გულში ასეთი უნიკალური კულტურული გამოცდილების გამო.
ღონისძიება სტუმრების წარდგენით დაიწყო.
ორგანიზატორებიდან – საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის ეთნოგრაფიული ცეკვის ანსამბლის ლიდერმა და ქორეოგრაფმა სურენ აბრამიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთიდან ჩამოსულ საცეკვაო ჯგუფებს, ვინც მათთან ერთად აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი დღე.
„დღეს ჩვენ ყველანი ერთი იდეის ირგვლივ ვართ გაერთიანებულნი, ყველამ, თითოეულმა საკუთარ ქვეყანაში და ქალაქში, ყოველდღე უნდა გადავდგათ ნაბიჯი სომხურ ფესვებთან დასაახლოებლად. ჩვენ დღეს ვამაყობთ, რადგან ვიცით, რას ვემსახურებით დღეს, რომ ხვალ უფრო ძლიერი სამშობლო გვქონდეს და შევძლოთ არა მხოლოდ ჩვენი თაობის სიამაყე, არამედ მათი მომავალი ჩვენი საქმით გავამართლოთ“, – აღნიშნა სურენ აბრამიანმა.
მონაწილეებმა შეასრულეს “იშხანაც პარ”, “მშუ ხერ იარხუშტა”, “ალაშკერტის იარხუშტა”, “სღერდი ქოჩარი”, “კარნო ქოჩარი”, “პაპური” და სხვა ტრადიციული ცეკვები. ორგანიზატორებისთვის სომხური ცეკვის ღია გაკვეთილების მიზანია არა მხოლოდ სომხური მემკვიდრეობის გავრცელება, არამედ კულტურული ხიდების აგებაც.
მიუხედავად ცივი ამინდისა, ღია ცეკვის გაკვეთილმა გამვლელები მიიზიდა, რომ შემოერთებოდნენ და დაინტერესდნენ სომხური ცეკვებით.
დასასრულს ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ სომხური ცეკვების ღია გაკვეთილები თბილისში უწყვეტი იქნება.