ახალქალაქის ცენტრში წრიული გზაჯვარედინის მოწყობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ადგილობრივ ხელისუფლებას მოედანზე წრიული მოძრაობის მოწყობის იდეაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ სამუშაოების დაწყებას ჯერ არ აპირებენ.
2021 წელს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია შემოვლითი კვეთის მოწყობით იდეა წამოიწყო. 2022 წელს პროექტის “განახლებული მუნიციპალიტეტების” ფარგლებში მაშტოცის მოედნის რეაბილიტაცია და მოასფალტება წრიული მოძრაობის მოწყობის გარეშე დასრულდება.
როგორც ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი აღნიშნავს, წრიული კვეთის მონტაჟზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს. თუ ამ საკითხზე მსჯელობა განახლდება, იგი პროექტ “განახლებულ მუნიციპალიტეტებს” არ შეეხება.
„წრიული კვეთის საკითხი შეჩერებულია, რადგან პარკირების პრობლემა გვაქვს. თავდაპირვალდ, ეს უნდა გადავწყვიტოთ“, – განმარტა მან.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ახალქალაქში ცენტრალური ქუჩისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე ზრუნავს. სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას განსახილველად მოედნის რეაბილიტაციის 4 ვარიანტი წარუდგინა. რეაბილიტაციის ორი ვარიანტი მესროპ მაშტოცის ძეგლის გარეშე წრიული გზის მოწყობას გულისხმობდა. აღნიშნული ვარიანტების მიხედვით, ძეგლი ახალქალაქის მერიის წინ მდებარე მოედანზე უნდა გადაეტანათ. ერთ-ერთი ვარიანტი ძეგლის წრიული მოძრაობის ცენტრში გადატანაა. მეოთხე ვარიანტის მიხედვით, ძეგლი იმავე ადგილას რჩება, ხოლო გზის ფართო ნაწილზე სამკუთხა წრიული კვეთა შეიქმნება.