19 აპრილს ახალქალაქის ცენტრში მაშტოცის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე მუშაობა დაიწყო. მუშების თქმით, ძეგლის პერიმეტრზე ყვავილები დაირგვება.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ სამუშაოები საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის „განახლებული მუნიციპალიტეტების“ ფარგლებში მიმდინარეობს.
„სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს და მასში ადგილობრივი ხელისუფლება არ მონაწილეობს. პროექტში გარკვეული ცვლილებები იყო, მაგრამ ახალი ინფორმაცია არ მიგვიღია. დიდი ალბათობით, თუჯას და სხვა მცენარეებსაც დავრგავთ“, – განმარტა მერმა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში, მათ შორის ახალქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის, პროგრამა “განახლებულ მუნიციპალიტეტებს” ახორციელებს, რომელიც ქალაქის ცენტრალური მოედნისა და მთავარი ქუჩის, მათ შორის შენობების ფასადების კეთილმოწყობას გულისხმობს.