2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ოკუპანტ რუსეთში საქონლის ექსპორტი 61%-ით, $177 მილიონამდე გაზარდა. მატება განპირობებულია მთელი რიგი დასახელების პროდუქტების ექსპორტის ზრდით, მათ შორის მომატებულია ღვინის, ფეროშენადნობების, ავტომობილების და მინერალური წყლების ექსპორტი.
ექსპორტზე უფრო მეტად, 79%-ით, $490 მილიონამდე გაზარდა საქართველომ რუსული საქონლის იმპორტი, შედეგად, სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 667 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მესამე პოზიციას 376 მილიონი დოლარის ბრუნვით ჩინეთი იკავებს.
რუსეთში საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:
1. ფეროშენადნობები – $45 მილიონი, მატება 41%;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $38 მილიონი, მატება 52%;
3. მსუბუქი ავტომობილები – $22 მილიონი, მატება 9,500%;
4. მინერალური და მტკნარი წყლები – $16 მილიონი, მატება 14%;
5. სპირტიანი სასმელები – $13 მილიონი, მატება 160%;
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $168 მილიონი, მატება 273%;
2. ბუნებრივი აირი – $75 მილიონი, მატება 114%;
3. ხორბლის ფქვილი – $13 მილიონი, მატება 30%;
4. ხორბალი – $12 მილიონი, მატება 33%;
5. ქვანახშირი – $12 მილიონი, მატება 2,300%.