უკრაინამ, ტყვეების გაცვლის შედეგად, რუსული ტყვეობიდან კიდევ 130 ჯარისკაცი გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ტყვეების დიდი სააღდგომო გაცვლა. 130 ჩვენიანს ვაბრუნებთ. ეს განხორციელდა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად. სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები, სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რიგითები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ბახმუტის, სოლედარის, ზაპორიჟიესა და ხერსონის მიმართულებებით. ჩვენი ხალხი შინ ბრუნდება“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.
მისი თქმითმ უკრაინელების სიცოცხლე ქვეყნისთვის უმაღლესი ღირებულებაა.
„„გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ”, – ყოველთვის ასე ამბობს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის დავალებასაც ასრულებს ჩვენი გუნდი, სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი“, – აღნიშნა ერმაკმა.