საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამის „განახლებული რაიონების“ ფარგლებში ახალქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობაზე მუშაობა გრძელდება, რომელიც გასულ წელს გარემონტებული ტროტუარების დანგრევით დაიწყო. ახალქალაქის მერიაში იტყობინებიან, რომ სამუშაოები სრულყოფილად არ შესრულებულა და დეფექტების აღმოსაფხვრელად შლიან ტროტუარებს.

გასული წლის დეკემბერში ქალაქის მთავარი ქუჩის ტროტუარები მოასფალტდა. მშენებლები ამინდის გაუარესების გამო სამუშაოების დასრულებას ჩქარობდნენ.

სამუშაოების განახლებასთან ერთად ​​მშენებლები იმ ტროტუარებს ანგრევენ, რომლებიც რამპების დასაყენებლად თავად გაარემონტეს. თუმცა გარემონტებული ტროტუარები შშმ პირებზე ადაპტირებული  არ არის.

როგორც Jnews-ს მერიიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით შესრულებული სამუშაო არ იყო დამაკმაყოფილებელი, რის გამოც ახალქალაქის მერიამ იგი არ მიიღო.

მშენებლები პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს აკორექტირებენ და ასრულებენ.

pantus 1

ახალქალაქში პროექტის “განახლებული რაიონების” ფარგლებში სარემონტო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო.