სოფლებსა და ქალაქში გამხმარი ხეების მოჭრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 949 ლარია გამოყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, დოკუმენტების მიღების პროცესი 7 მაისამდე გრძელდება.

16 949 ლარი მუნიციპალიტეტმა სოფლებსა და ქალაქში გამხმარი ხეების  მოჭრისთვის გამოყო. 64 ხე უნდა მოჭრან, რომელთაგან 29 ქალაქში და 35 სოფლებში.

ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური დეპარტამენტის გარემოსდაცვითი განყოფილების უფროსის, რამაზ ხუციშვილის თქმით, მოსაჭრელი ხეები მოსახლეობის მხრიდან შესული შეტყობინებები მიხედვით შეირჩა.

ქალაქში ხეები შემდეგ ქუჩებზე მოიჭრება:

დარბინიანის ქუცაზე – 2 ხე
თავისუფლ3ების ქუჩაზე – 1
რუსულ სკოლასთან ახლოს – 1
ახალქალაქის ტრასაზე, ახალქალაქის შესასვლელებში  – 10
თუმანიანის ქუჩაზე – 1
მაშტოცის ქუჩაზე (თუმანიანის სკოლასთან) – 9
წერეთლის ქუჩაზე – 1
აგამალიანის ქუჩაზე – 1
აღმაშენებლის ქუჩაზე – 1
დემირჩიანის ქუჩაზე – 1
სანაპიროს ქუჩაზე – 1

ასევე სოფლებში:
ბურნაშეთში – 5 ხე ( 22 კმ მონაკვეთზე)
ბარალეთში – 13 ხე (ქალაქიდან  22 კმ მონაკვეთზე)
კარწახში – 12 ხე (ქალაქიდან 30 კმ მონაკვეთზე)
ხულგუმოში – 5 ხე   (ქალაქიდან 5 კმ მონაკვეთზე)