აშშ უკრაინას დამატებით 2.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას აწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარის ოდენობის, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან (USAI) ფინანსდება. მის ფარგლებში იარაღის მწარმოებლებისგან შეკვეთა ხდება, და არა ამერიკული სამხედრო მარაგებიდან ამოღება.
პაკეტის პირველი ნაწილი დააფინანსებს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS კომპლექსებისთვის, ცხრა 30 მმ დრონის საწინააღმდეგო ქვემეხს, 30 მმ და 23 მმ საზენიტო საბრძოლო მასალას, 130 მმ და 122 მმ საარტილერიო ჭურვებს, 122 მმ რაკეტებს “გრადის” სისტემებისთვის, 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალას, საჰაერო დაზვერვის სამ რადიოლოკაციურ სადგურს, Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას, და ა.შ.
დანარჩენი 500 მილიონი დოლარი, რომელთა ძირითადი ნაწილის საბრძოლო მასალაზე წავა, შეიარაღების შემცირების საპრეზიდენტო ინიციატივის ფარგლებში იქნება გამოყოფილი, რომელიც უფლებას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში იარაღი ამერიკული მარაგებიდან გადასცეს.
სამხედრო დახმარების პაკეტის მეორე ნაწილის ფარგლებში უკრაინას გადაეცემა Patriot და HIMARS სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, 120 მმ და 105 მმ სატანკო საბრძოლო მასალა, და ა.შ.