საქართველოში თანამედროვე სკოლა მოქალაქეებს ზრდის, მათ უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში, რაც გულისხმობს განქორწინება, გენდერულ თანასწორობა, გადიან საგნებს – „მე და საზოგადოება“ და „სამოქალაქო საზოგადოება”. თუმცა გარკვეული ბარიერების გამო, ამ საგნებს სასურველი შედეგი არ მოაქვთ.
მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების საქმიანობას შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში ადევნოთ თვალი. ინფორმაცია მასწავლებლის რუზანნა ერემიანის გვერდზე ნთავსდება, სადაც ის მოსწავლეების წარმატებებს და სამოქალაქო კლუბის საქმიანობას გვიზიარებს, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
„ამ თემა მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ მოქალაქეებს ვზრდით, რომლებმაც იციან თავიანთი მოვალეობები, უფლებები, იცნობენ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ. გარკვეულ დონეზე იციან კანონები. ეს საქმიანობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ მერიისთვის, საკრებულოსთვის, სასამართლოსთვის. პარალელურად გაკვეთილებს შსს-ს და განათლების სამინისტროს პროექტით უკვე მე-3 წელია პოლიციასთან ვატარებთ. გაკვეთილებს სამინისტროების მიერ შერჩეული მასწავლებელიც უძღვებიან. პროექტის ფარგლებში დავწერეთ გეგმა, სკოლამ ფერადი პრინტერი შეიძინა და საინფორმაციო ბუკლეტებიც დავბეჭდეთ“, – აცხადებს რუზანნა ერემიანი.
სამოქალაქო განათლება არ არის მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან მიღებული ტექსტები, შესასწავლი გაკვეთილები, არამედ აქტივობებია, რომლებსაც თავად მოსწავლეები ახორციელებენ. მასწავლებლები პროექტების წერაში, ყველაფერში ეხმარებიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში მომზადებული, აქტიური მასწავლებლები ჰყავდეთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების მომზადება, რადგან ჩვენი გაკვეთილები სახელმძღვანელოების მიღმა მიმდინარეობს. თავიდან მოსწავლეების აზრით ვინტერესდებით, შემდეგ ვატარებთ გაკვეთილებს და ბოლოს ბავშვები თავიანთ მოსაზრებას ასაბუთებენ“, – ამბობს რუზანნა ერემიანი.
სედა მელკუმიანი, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაშიც ერთ-ერთი აქტიური ქალი, საკრებულოს დეპუტატია, არასამთავრობო სფეროდან არის და ახალქალაქის 1-ლი საჯარო სკოლის „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, სამოქალაქო განათლების უკეთ გააზრებაში მას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ეხმარება.
„ “სამოქალაქო საზოგადოება” არის საგანი, რომელიც სკოლაში მასწავლებლების ტესტირებამდე ჰუმანიტარული საგნების დროის შესავსებად შემოიტანეს. ახლა, რაც ძალიან მახარებს, მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდები დაიწყო. ყველა მასწავლებელმა ცოდნის ამაღლებასა და ახალი უნარების ათვისებაზე უნდა იმუშაოს. როცა სერტიფიცირებული პედაგოგები და სპეციალისტები ასწავლიან, შედეგიც გარანტირებულია“, – განმარტავს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
იგი საჯარო სკოლაში ასწავლის და ახალი სახელმძღვანელოებით საკმაოდ კმაყოფილია.
მიუხედავად იმისა, რომ ამასწავლებელთა სერტიფიცირება, ტრენინგები და სხვადასხვა აქტივობები პარალელურად მიმდინარეობს, საზოგადოებასა და სკოლის მოსწავლეებს შორის სამოქალაქო განათლების ნაკლებობაა. ამას მოწმობს ქორწინებისთვის გოგონების სახლიდან გაპარვა, გოგონების ინტიმური ფოტოების გავრცელება, რისთვისაც გამვრცელებლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეკისრებათ. სწორედ ასეთ მომენტებში მასწავლებლები რწმუნდებიან, რომ ეს საგანი საჭიროა, რადგან იგი არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ მსხვერპლს იმასაც ასწავლის, ჩაგვრის შემთხვევაში როგორ და ვის უნდა დაუკავშირდეს.
„ეს საგანი მსხვერპლს ხმის ამაღლებაში ეხმრება. ბავშვი საკუთარ თავში იკეტება. ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმაც ისაუბრონ ამ თემებზე: ქორწინება, გოგონების გატაცება, როგორ უნდა მოიქცნენ სოციალურ ქსელებში. ბავშვებმა ამის შესახებ იციან. თუმცა ზედმეტად ინფორმირებულობაც არ არის კარგი. კიბერდანაშაულზეც გავდივართ. ამაზე უფრო მეტს თუ ვიმუშავებთ და იმ სტატიებს გადავხედავთ, რომლებიც ამ დანაშაულებს ეხება, ვნახავთ, რომ პირადი ფოტოების გაგზავნა და უცხოს ნდობა საშიშია“, – ამბობს რუზანნა ერემიანი.
მასწავლებლის სედა მელკუმიანის თქმით, თუ ბავშვს საგანი არ აინტერესებს, ანუ მას სათანადოდ არ ასწავლიან.
„საგანი ძალიან მოთხოვნადია. ტრენინგებზე ბევრ მასწავლებელს ვხვდები და თითქმის ყველა გვარწმუნებს, რომ ბავშვები გაკვეთილებში ინტერესით მონაწილეობენ. თუ იმის ნიშნები და ფაქტები იქნება, რომ ეს საგანი არასწორად ისწავლება, მშობლებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. იმისათვის, რომ მასწავლებელი კლასში მომზადებული შევიდეს, თავისი თემატური გეგმა უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს სედა მელკუმიანი.
სახელმძღვანელოებში ბავშვები მარტივად და ხელმისაწვდომად ეცნობიან ბევრ თემას, რომლებზეც საუბარი ზოგჯერ მშობლებსაც უჭირთ: რა არის განქორწინება და როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა ოჯახში, რა არის ბულინგი, სქესი და გენდერული განსხვავებები, გარემოს, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვ. შედეგად, ბავშვები სკოლას ამთავრებენ და ზრდასრულობის აღარ ეშინიათ.
„ეს საგანი საქართველოს მოქალაქის განათლების, საკანონმდებლო ბაზის, უფლება-მოვალეობების დასაწყისია, საკმაოდ მოცულობით ნაწილსაც ვეხებით – ადამიანი და ეკონომიკა, რა არის ბაზარი, ფასი, რა სახის ურთიერთქმედება ხდება, როგორ მივდივართ ბარტერიდან კრიპტოვალუტამდე და ა.შ.“ – ამბობს N1 სკოლის მასწავლებელი სედა მელკუმიანი.
იგი აღნიშნავს, რომ ბევრი მშობელი, რომლებიც ამ საკითხს Covid-19-ის გავრცელებამდე სერიოზულად არ უყურებდნენ, მათით დაინტერესდნენ, ისხდნენ და ონლაინ გაკვეთილებს უსმენდნენ.