11 მაისს ახალქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს სახელწოდებით “გაზაფხული- სიყვარულია, სიყვარული- დედობაა”.
კონცერტს მღვდლები, საკრებულოს დეპუტატები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მშობლები, პედაგოგები დაესწრნენ.
სანამ სომეხი, ქართველი და სხვა ცნობილი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებებს დაუკრავდნენ, სცენაზე მუსიკალური სკოლის მოსწავლეები გამოვიდნენ და სხვადასხვა ლექსები წაიკითხეს. წარმოდგენები იყო როგორც სოლო, ასევე ერთობლივი – ფორტეპიანოსა და გიტარის დუეტი, მუსიკალური სკოლის გუნდები.