საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჰარვარდის სკოლის სტუდენტებისთვის მასშტაბური კონკურსი “Business Case Competition” საქართველოში მეოთხედ იმართება.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გუნდის შექმნა და დარეგისტრირება შეუძლიათ. თითოეული გუნდი 4-6 კაცისგან უნდა შედგებოდეს.

განაცხადების მიღება დაწყებულია, ბოლო ვადა – 11 აპრილი. ჰარვარდის კონკურსის “Business Case Competition”-ის პირველი ტური 24-25 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალი – 22-23 მაისს, ფინალი კი 19-20 ივნისს.

შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელშიც თითოეული გუნდი თავისი უნივერსიტეტის სახელით მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები „Business Care Competition“-ზე იმუშავებენ, გამარჯვებულებს კი საქართველოს მაღალკვალიფიციური მენეჯერები გამოარჩევენ.

ინგლისურ ენაზე ტექსტების ანალიზის უნარი სასურველია გუნდის ყველა წევრისთვის. პირველი ტურის მონაწილეებს ქართულად თარგმნილი business care გადაეცემათ, ხოლო ნახევარფინალურ და ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ჰარვარდის სკოლის ”Business Care Competition”-ის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია. პირველ ადგილზე გასული გუნდი 11 000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული – 6 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული 3 000 ლარს.

საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის “TBSC Consulting”-ის ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარების ხელშეწყობაა.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე BusinessCaseCompetition-04@tbsc.ge-ზე გააგზავნოთ.