23 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, პროგრამის „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ფარგლებში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ღია საზღვრებმა“ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც ბუღაშენის მოსახლეობა ესწრებოდა. მათ თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს და დისკუსიაც გამართეს.

პროექტს „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ სოფლის მოსახლეობის დახმარებისთვის ახორციელებს. ისინი სოფლების მდგომარეობას ზოგადად ეცნობიან და იმ სოფლებს არჩევენ, რომელთაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ.

ბუღაშენში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას სხვადასხვა საჯარო სერვისებით სარგებლობისა და პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

aghjikner

მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა მოსავალთან არის დაკავშრებული. ბუღაშენი ერთ-ერთი სოფელია, სადაც სახნავი მიწა ცოტაა, კარტოფილის დიდი მინდვრების გაშენების საშუალება არ აქვთ და მიღებულ მოსავალს ვერ ყიდიან.

სოფელში არ არის საკმარისი ნაგვის ურნა – მხოლოდ 3 ნაგვის ურნა დამონტაჟდა, მოსახლეობის თქმით, კიდევ 4 ასეთი ურნაა საჭირო.

ახალგაზრდების მთავარი პრობლემა გასართობი ინფრასტრუქტურის არქონაა და სურთ ფრენბურთის მოედანი მაინც ჰქონდეთ.

bnakichner

პროექტის „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ფარგლებში პირველი შეხვედრა რეგიონის სოფლებში 23 თებერვალს სოფელ ხავეთში, ერინჯაში, ბოზალში, ოლავერდსა და ბუღაშენში გაიმართა.

სოფელ ბუღაშენში შეხვედრას Jnews-ის ჟურნალისტი გაიანე აკოჯიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ დირექტორი, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორი რიმა ღარიბიანი გაუძღვნენ.