დღეს, დილით, დმანისთან ახლოს, გაზის ცენტრალურ მილსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა და საღამოს აღდგება.
დმანისთან ახლოს, დღეს, დილით, იყო ავარია, გასკდა 600 მმ-ის სისქის გაზის მილი.
“ეს კონკრეტულად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დეტალები არ ვიცით, ეს არის ცენტრალური გაზგაყვანილობა და კორპორაცია “ტრანს გაზს” ეკუთვნის”, – აცხადებს კომპანია SJGC-ს აღმასრულებელი დირექტორი რაზმიკ ღუმაშიანი.
ამ დროისთვის გაზი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს არ მიეწოდება. ესენია : კუმურდო, კიროვაკანი, ჩამდურა, ვაჩიანი, მურჯახეთი და დილისკა. რაც შეეხება ქალაქ ახალქალაქს, იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილი სამუშაოების დასრულებამდე არ დაეცემა წნევა, გაზი არ გაითიშება. მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებს გაზი მიეწოდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაზი შემდეგ სოფლებს მიეწოდებათ: პატარა ხორენია, ჯიგრაშენი, დიდი გონდურა, მამზარა, დილიფი, პატარა გონდურა, ყულალისი. დანარჩენ სოფლებში და ქალაქ ნინოწმინდაში გაზი არ არის.
რაზმიკ ღუმაშიანი მოსახლეობას გაზის მიწოდების განახლებას დღის ბოლომდე ჰპირდება.