2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილს 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge შეგიძლიათ.

წარმოგიდგენთ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას:

პირველ რიგში, გვერდზე www.naec.ge უნდა გადახვიდეთ, შემდეგ სტატიაზე, რომელიც სიახლეების განყოფილებაშია განთავსებული, სადაც გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციაა მითითებული.

ughecuyc

აირჩიეთ ღილაკი „ონლაინ რეგისტრაცია“.

ughecuyc 1

შემდეგ –  „ეროვნული გამოცდები“.

ughecuyc 2

აირჩიეთ ღილაკი „განაცხადის შევსება“.

ughecuyc 3

ზემოაღნიშნული ნაბიჯების დასრულების შემდეგ იხსნება ფანჯარა, სადაც პირადი ნომერი უნდა ჩაწეროთ, შეიყვანოთ ქვემოთ მოცემული კოდი და დააჭიროთ “გაგრძელების” ღილაკს.

ughecuyc 5

გახსოვდეთ, სანამ ონლაინ რეგისტრაციას გააგრძელებთ, გამოცდის საფასური უნდა გადაიხადოთ, რომელიც 10 ლარს შეადგენს.