ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში მდებარე ამბულატორია სახელმწიფო საკუთრებაშია, 11 სოფლის ამბულატორია უკვე ჰოლდინგს გადაეცა. სამომავლოდ სამედიცინო დაწესებულებები “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს” გადაეცემა.
სოფლის ამბულატორიების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი 2022 წელს დაიწყო.
პირველადი ჯანდაცვის მომსახურებებისა და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფომ გადაწყვიტა საქართველოს მასშტაბით სოფლების ამბულატორიული კლინიკების ასაშენებლად განკუთვნილი სამედიცინო ამბულატორიები და მიწის ნაკვეთები ორგანიზაცია “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის” გადაეცა.
პირველ ეტაპზე, 2022 წლის სექტემბერში, სოფლების მაჯადიას, დილისკას, ზაქის, გოდოლარისა და არაგვას ამბულატორიები გადაეცა სახელმწიფოს.
მეორე ეტაპზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ აზავრეთის, ბარალეთის, გოგაშენის, იხტილას, ალასტანის ამბულატორიები გადასცა ორგანიზაციას.
27 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა კიდევ ერთი ამბულატორიის, სოფელ კარტიკამის სამედიცინო ცენტრის გადაცემა დაამტკიცეს. კარტიკამის ამბულატორიის 340 კვ/მ ფართობის შენობა 2019-2021 წლებში აშენდა.
სამომავლოდ ყველა სოფლის ამბულატორია ეტაპობრივად სახელმწიფოს გადაეცემა, მათ შორისაა მოქმედი ამბულატორიები და მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათ ასაშენებლად არის განკუთვნილი. ამბულატორიული კლინიკის არჩევის პრინციპი და ჰოლდინგის მომავალი მუშაობა გაურკვეველია, ჩვენ მიერ გაგზავნილი ყველა კითხვა კი პასუხგაუცემელი დარჩა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 44 ექთანი და 23 ექიმია. ამბულატორიები სოფლებში – სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა, ჩამდურა, ზაქი, კარტიკამი და გოდოლარი – ფუნქციონირებს. ზოგიერთ ამბოლატორიას ინვენტარი და ელექტროენერგია არ აქვს.
გადაცემის პროცესი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.
2019 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ამბულატორიები აშენდა, ხუთ სოფელში კი უკვე არსებულის კაპიტალური რემონტი ჩატარდა.