ახალქალაქის რაიონული სასამართლო არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით ფულის გამოძალვასა და მათთან სექსუალური ურთიერთობებს განიხილას. სამიზნეები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებმაც სქესობრივ სიმწიფეს მიაღწიეს. როგორი მიდგომა და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მშობელს ბავშვის მიმართ – ამ საკითხებზე Jnews-ს კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ბავშვთა ფსიქოლოგი ანი კოჩარიანი ესაუბრა.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მათი შვილი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს დანაშაულის განცდა არ ჰქონდეს, რადგან მოზარდებში ამ გრძნობის გაჩენა უფრო მარტივია, განსაკუთრებით მშობლების მიერ. ამიტომ მშობელი ჩართული უნდა იყოს, მაქსიმალურად მოუსმინოს, ეცადოს ისაუბროს და განიხილოს ბავშვის გრძნობები და გამოცდილება, ყველანაირად ნათლად აჩვენოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ბავშვმა, ის მაინც მისი მშობელია და მზადაა დაშვებული შეცდომის მიუხედავად დაეხმაროს.

ანი თვლის, რომ მშობლების დამოკიდებულება ბიჭებისა და გოგოების მიმართ ძალიან ფარდობითია, რადგან გოგონები უფრო ხშირად ხვდებიან ასეთ სიტუაციებში, ვიდრე ბიჭები. შანტაჟის შემთხვევაში, მათ მოპყრობაში მკაფიო განსხვავება არ შეინიშნება. მოზარდობისას, მშობლებს როგორ უფროსადაც არ უნდა ეჩვენებოდეთ შვილები, ისინი მაინც ბავშვები არიან და სწორედ ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლის მხარდაჭერა.

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ მოსწავლე ასეთ მდგომარეობაშია?

– ამ სიტუაციაში მასწავლებელს დამოკიდებულებას პროფესიული ეთიკა უნდა ჰკარნახობდეს. პირველ რიგში, საკითხი არ უნდა გასაჯაროვდეს და საუბრებიც ძალიან სწრაფად უნდა შეწყდეს, რათა განსაკუთრებით გოგონებში, სირცხვილი და უხერხულობა არ გამოიწვიონ. ყოველივე ძალადობრივი ემოციებითა და თვითმკვლელობაც კი გამოიხატება.

ფსიქოლოგის რჩევაა, რომ მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ბავშვებს სექსუალური განათლების შესახებ უნდა ესაუბრონ. 3-4 წლიდან, როდესაც ისინი სხეულის ნაწილებს ეცნობიან, აუცილებელია ბავშვს ჩაუნერგონ, რომ თეთრეულის ქვეშ დაფარული ყველაფერი მისი საკუთრებაა, მხოლოდ მას აქვს უფლება ნახოს და ეს მხოლოდ მისი საზღვრებია. სამომავლოდ კი ეს ყველაფერი ბავშვებს სათანადო სექსუალური განათლების მაგალითით უნდა აუხსნან, რათა უსიამოვნო სიტუაციები თავიდან აიცილონ.

ფსიქოლოგი ანი ქოჩარიანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მშობლისა და შვილის  ურთიერთნდობას ანიჭებს, რომელიც არა ერთ-ორ დღეში, არამედ ბავშვის გაჩენის დღიდან არ ყალიბდება. თუმცა თუ ასეთი სიტუაცია შეიქმნება, მშობელი ყურადღებიანი უნდა იყოს, მოუსმინოს და ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვის გვერდით იყოს, რათა შვილმა შემდგომი დაზიანებები თავიდან აიცილოს.