სურსათის და საწვავის ბაზარზე მონიტორინგის ჩატარების შემდეგ ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება.
მიზანი მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებაა, რაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის და იმპორტიორებთან თუ სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრების შემდეგ, პრემიერი სასურსათო პროდუქტებზე 70-80 %-იან ფასნამატზე საუბრობს და სიტუაციის დასარეგულირებლად ევროდირექტივის და ახალი რეგულაციების ამოქმედებას აანონსებს. საუბარია იმპორტიორებისთვის განსაზღვრული მარჟების დაწესებაზე, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი ფასების დაწევას ელოდება.
ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირების ფონზე ირაკლი ღარიბაშვილისგან ზედა ზღვარის დაწესების გაფრთხილება მიიღეს საწვავის იმპორტიორებმაც.