ახალქალაქის რაიონული სასამართლო არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით ჩადენილი გამოძალვისა და სექსუალური ხასიათის ქმედებებზე იძულების საქმეს განიხილავს. სასამართლომ 13 თებერვალს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახთ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე (მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით) და 181-ე (1 ნაწილი) მუხლით, რომლის მიხედვითაც საქმეს, ბრალდებულს 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, პირები, რომლებმაც ბრალდებულების მიერ გამოგზავნილი ფოტოები გაავრცელეს, ინტიმური ფოტოების გავრცელებისთვის აგებენ პასუხს.
ახალქალაქში სოციალური ქსელების განვითარებითა და ინტერნეტით კომუნიკაციით, ინტერნეტდანაშაულებმაც მოიმატა. ახალგაზრდებში პოპულარული გახდა მომხმარებლების, ძირითადად, ქალების, ინტიმური ფოტოების ან კომუნიკაციების პროვოცირება და მათი გასართობად გავრცელება. ზოგიერთ შემთხვევაში, ფოტოებს აყალბებენ, რათა მეგობრები ააფორიაქონ.
ხშირ შემთხვევაში, ეს ისტორიები გოგონებისთვის, ან მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთათვის, სტრესით, პირადი ურთიერთობების გარჩევით მთავრდება და დროთა განმავლობაში აქტუალობას კარგავენ, რადგან ახალი გასართობი ობიექტები ჩნდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, დამნაშავეებს მსხვერპლის ახლობლებიც სჯიან, მაგრამ არ ახმაურებენ. შედეგად, ასეთი დანაშაულებები სულ უფრო პოპულარული ხდება. ახალგაზრდები ონლაინ დანაშაულით მხიარულობენ, არ ფიქრობენ შედეგებსა და ციხეზე.
როდესაც სამართალდამცავ უწყებებს კიდევ ერთი ინტერნეტ დანაშაულის შესახებ აცნობეს, გამოძიება უკვე დაწყებული და ბრალდებული იდენტიფიცირებული იყო, რომელსაც 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.