11.02.2023
ნახვები: 271 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას სხვადასხვა სტატუსის მქონე პირები იღებენ. Jnews-ი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკას გაეცნო, რათა გაერკვია, როგორ სოციალურ დახმარებას იღებენ ახალქალაქში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვისცენტრში განცხადების შეტანით და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით შშმ პირებს ყოველთვიური სოციალური დახმარების მიღება შეუძლიათ. შემწეობას იღებენ ობლები, სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვანი.
მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის იანვრის ვებგვერდიდან – ssa.moh.gov.ge
- ახალქალაქში 240 ადამიანს პირველი კატეგორიის შშმ პირის სტატუსი (აშკარად გამოხატული) აქვს და ყოველთვიურად სოციალურ დახმარების სახით 408 ლარს იღებენ.
- მუნიციპალიტეტში 586 ადამიანს მეორე კატეგორიის ინვალიდობა მიანიჭერს და ყოველთვიურად 210 ლარით ეხმარებიან.
- 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 94 პირი
- 93 საშუალო შშმ პირი
- მუნიციპალიტეტში 167 ოჯახი მარჩენალის გარეშე
- სახელმწიფო კომპენსაციას 30 ადამიანი იღებს
- ომში მონაწილეობისთვის კომპენსაციას მუნიციპალიტეტში 38 ადამიანი იღებს
- მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარება 747 ოჯახს (გაჭირვებული), ჯამში 2 567 ადამიანს ეხება, რომელსაც შესაბამისი სოციალური ქულები აქვს. მის მიხედვით ადამიანების რაოდენობა განსხვავებულია.
- 106 ოჯახი – სოციალური ქულა 100 001-დან 120 000-მდე
- 180 ოჯახს – სოციალური ქულა 70 001-დან 100 000-მდე
- 28 ოჯახი – სოციალური ქულა 65 001-დან 70 000-მდე
- 82 ოჯახი – სოციალური ქულა 65 000-დან 60 001-მდე
- 40 ოჯახი – სოციალური ქულა 57 001-დან 60 000-მდე
- 246 ოჯახი – სოციალური ქულა 30 001-დან 57 000-მდე
- მუნიციპალიტეტში 30 000-ზე დაბალი მონაცემი 65 ოჯახის (ყველაზე ღარიბი) აქვს
- მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი ორმხრივი ობოლი ცხოვრობს და ისინი ერთი ოჯახიდან არიან. მათი შემწეობა თითოეულ ბავშვზე 180 ლარია
- მუნიციპალიტეტში ცალმხრივ ობლად 117 პირია დარეგისტრირებული. დახმარება – 120 ლარი
პენსიონერები ასაკის მიხედვით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 8 425 ადამიანი
- მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლის სტატუსის მქონე ასაკობრივი პენსიონერები – 7736 ადამიანი
2022 წლის 1 ივნისიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია პენსია საქართველოში მიიღოს, თუ მას მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს და საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ოფიციალურად ცხოვრობს. სხვა ქვეყანის პენსიას მნიშვნელობა არ აქვს – საქართველო არ მოითხოვს ცნობას უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, ან ორმაგი მოქალაქისგან, იღებს პენსიას სხვა ქვეყანაში თუ არა.
მუნიციპალიტეტში პენსიას 689-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე იღებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პენსიონერები მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მიხედვით პენსიაზე 20%-იან დანამატს იღებენ. 70 წელს გადაცილებული პენსიონერები (მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსის მქონე) კი 440 ლარს იღებენ, 70 წლამდე – 355 ლარი.
საქართველოში ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის კი 65 წელი.
ვის შეუძლია ახალქალაქში 2023 წელს სოციალური დახმარება მიიღოს
სოციალური შეღავათები – ვის რამდენის მიღება შეუძლია