2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 % ქალია, ხოლო 28.7 % – კაცი. პენსიის მიმღებთა 29.9 % თბილისშია, 16.0 % – იმერეთში, 10.6 % – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8% – ქვემო ქართლში, 8.8 % – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 %.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პენსიის მიმღებთა განაწილება რეგიონების მიხედვით, 2022 წელს.
სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 %-ს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 %-ს – კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 %-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 %-ს – ომის მონაწილეები, 12.0 %-ს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 %-ს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 % თბილისშია, 16.6 %იმერეთში, 11.5 % აჭარის არ-ში, 9.6 % – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 %-ია.
2022 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 149 864. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია.