4 თებერვალს სურბ სარგისის ხსოვნის დღე აღინიშნება; სურბ ხაჩის ტაძარში, წირვის შემდეგ, ახალგაზრდების კურთხევის ცერემონია გაიმართა და მათ მარილიანი ნამცხვრები (ახი ბლიტი) დაურიგეს.
ჯავახეთში სურბ სარგისის დღესასწაული უნიკალურად იმართება. ახალგაზრდები სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველად სოფელ დილისკას წმინდა სარგისის ეკლესიაში მიდიან. ჯავახური რწმენით სურბ სარგისის მფარველობით ხდება სასწაულები. ამ დღეს ახალგაზრდები ლოცვებს სწირავენ წმინდანს, რათა მან ისინი ყოვლისშემძლეს გადასცეს. ეკლესიაში სანთლებს ცვლიან და ანთებენ, რომლებსაც შემდეგ ბალიშის ქვეშ დებენ, რათა მომავალი მეუღლე დაესიზმროთ.
სოფელ დილისკას ახალგაზრდები მომლოცველებს მტრედებს, ხანდაზმული ქალები კი სანთლებს ჰყიდიან. სოფელ დილისკას სურბ სარგისის ეკლესიისკენ მიმავალი მომლოცველთა ნაკადი მთელი ღამის განმავლობაში არ წყდება.
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სურბ სარგისის დღესასწაული ახალგაზრდობის კურთხევის დღედ გამოაცხადა. სურბ სარგისი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტიანული სარწმუნოების სახელით. სომხეთში მის დღესასწაულს, როგორც წესი, არა მხოლოდ საეკლესიო ცერემონიით, არამედ ხალხური ტრადიციების შესაბამისადაც აღნიშნავენ. ზორავარ სარგისი ახალგაზრდების მთხოვნელია და ის ასრულებს სასიყვარულო ოცნებებს.
ერთ-ერთი ხალხური რწმუნება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, სურბ სარგისის კვალის მოლოდინია – სახლის სახურავზე, ფანჯრის რაფაზე, უჯრაში ან თეფშზე დატოვებული პოხინძი. თუ იქ დილით კვალი დარჩება, ითვლება, რომ ის სურბ სარგის ცხენს ეკუთვნის, რომელიც ანგელოზებთან ერთად მოფრინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს მორწმუნის სურვილი ასრულდება.