24 იანვარს მერიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატებს 4 ინფრასტრუქტურული პროექტი წარუდგინა, რომლებიც 2023-2024 წლებში ახალქალაქსა და სოფლებში განხორციელდება. დეპუტატებმა კი ახალქალაქში შესასვლელის კეთილმოწყობის პროექტი წარადგინეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტები:

1. სოფელ ჩუნჩხაში გზის ბეტონირება, საერთო სიგრძით 1 700 მ, სიგანე 5 მ.
2. პატარა პარკის მშენებლობა, სადაც ყოფილ სამხედრო ქალაქში (N14) საბავშვო მოედანი, სკამები, განათება და ტრენაჟორები მოეწყობა.
3. ჯივანის პარკის კეთილმოწყობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელსაც გაგრძელდება, პროექტი ორწლიანია.
4. აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობების ეზოში პარკის მშენებლობა.

შეხვედრაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა პროექტის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, მერია საჯარო სკოლის №5 რაიონის, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „ინტერნატის“ სახელით არის ცნობილი, მცირე დასასვენებელი ადგილებით აღჭურვას აპირებს.

„მთავრობას ინტერნატისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ მივმართეთ. დასასვენებელი ზონის აშენებასაც ვაპირებთ. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ყველა სოფელში რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, – განმარტა ფამბუხჩიანმა.

ახალქალაქის სერვის ცენტრმა ქალაქის პარკების მომსახურებისთვის კიდევ ორი ​​თანამშრომელი დაიქირავა.

საკრებულოს პროექტი, რომელიც ერთობლივად სამმა კომისიამ (სოციალური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზი, საფინანსო-საბიუჯეტო და ტერიტორიულ-რაიონული დაგეგმარება და ინფრასტრუქტურის კომისია) შეიმუშავა, შეკრებილებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა წარუდგინა.

საკრებულოს პროექტი ქალაქ ახალქალაქის ახალციხის მხრიდან შესასვლელთან, გარეუბნის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარის სოფლებთან და ახალციხესთან დამაკავშირებელი ხიდის მოპირდაპირე კლდის ფერდობზე იმუშავებენ, სადაც აშენდება კედელი, სწორი ზონა სკამებითა და განათებით მოეწყობა, ეს ტერიტორია კიბეებით სადამკვირვებლო მოედანს დაუკავშირდება, რომელიც კლდის თავზე მდებარეობს. კედელი სავარაუდოდ ახალქალაქის ციხის სტილში აიგება.

პროექტმა მოწონება დაიმსახურა. მნაცაკან ფამბუხჩიანმა განაცხადა, რომ საჭირო თანხების მიღების შემდეგ სამუშაოებს შეუდგებიან.

დეპუტატებმა დამსწრეებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებების შესასვლელთან საგზაო ნიშნების დაყენებაც შესთავაზეს.

გოგაშენის საკრებულოს დეპუტატმა მარინა თაქთაქიძემ სოფელ გოგაშენში საბავშვო მოედნის აშენების წინადადება წამოაყენა, რადგან სოფელში ბავშვები და ახალგაზრდები ვერაფრით კავდებიან.