ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოში 535.3 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია – ამდენი თანხა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არასდროს გადმოურიცხავთ.
გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი 2.7%-ით აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს, 521.2 მლნ-ს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 229.5 მლნ-ს -133.2%-ით.
დეკემბერში რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდანაც, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში – 317.3 მლნ. ეს რიცხვი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს მხოლოდ 0.4%-ით, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 39.7 მლნ-ს კი 699.2%-ით აღემატება.
10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც 2022 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:
რაც შეეხება გადარიცხულ თანხას, გასული წლის ბოლო თვეში ქვეყნიდან 33.8 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.