Jnews-ი სტაჟიორების მიღებას იწყებს, რომლებთანაც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს, საბოლოოდ საუკეთესონი Jnews-ის სამუშაო ჯგუფში დარჩენას შეძლებენ.

“Jnews-ი ჯავახეთში მედიაგანათლებისთვის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია “ღია საზღვრები” ინტენსიური სამუშაოსთვის სტაჟიორებს იღებს. პროექტის მონაწილეები Jnews-თან მუშაობის პროცესში შემდეგი განათლების მიღებას შეძლებენ:

კლასიკური ჟურნალისტიკის ელემენტები
– სოციალური მედია
– სამოქალაქო ჟურნალისტიკა
– სოციალური ქსელები და უსაფრთხოება
– ტროლები, ბოტები, მათი მიზანი და ზეგავლენა
– ფოტო/ვიდეო გადაღება
– ფოტო/ვიდეო მონტაჟი
– ინფორმაციის მნიშვნელობა
– საქართველოში ინფორმაციის ღია ბაზები
– სამოქალაქო აქტიურობის აუცილებლობა
– ინფორმაციის შემოწმება
– და სხვა მრავალი

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, ან უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს . ქართული ენის ცოდნა პრიორიტეტულია.

ახალგაზრდების ჯგუფთან იმუშავებენ ადგილობრივი და მოწვეული ტრენერები.

ტრენინგების ინტენსივობა: მონაწილეები პროექტში კვირაში 2-3 დღე, დღეში 2-3 საათი, იქნებიან დაკავებულნი. საუკეთესო მონაწილეები შეძლებენ სამუშაოზე ჟურნალისტად, ან ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრში სამუშაოდ დარჩნენ.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე jnews.ge@gmail.com. განაცხადების მიღება 15 მაისის ჩათვლით გრძელდება.

ველოდებით აქტიურ, კომუნიკაბელურ, კრეატიულ ახალგაზრდა ადამიანებს ახალქალაქიდან!