ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ კიდევ ხუთი სოფლის ამბულატორიის გადასცა. საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ჰოლდინგმა 10 ამბულატორია მიიღო.
პირველადი სამედიცინო-სანიტარული მომსახურების და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მასშტაბით სოფლად ამბულატორიული კლინიკების ასაშენებლად განკუთვნილი სამედიცინო ამბულატორიები და მიწის ნაკვეთები საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზაციას გადასცეს.
ჰონლდიგმა ორი წლით შემდეგი ამბულატორიები მიიღო:
პირველი პაკეტის მიხედვით – 2022 წლის სექტემბერი – ხუთი ამბულატორია მიიღეს: სოფელი მაჯადია, დილისკა, ზაქი, გოდოლარი და არაგვაი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 44 ექთანი და 23 ექიმია. ამბულატორიები შემდეგ სოფლებში ფუნქციონირებს: სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა, ჩამდურა, ზაქი, კარტიკამი და გოდოლარი. ზოგიერთ ამბულატორიაში არც ინვენტარი და არც ელექტროენერგია არ აქვთ.
სხვა სოფლებში ექთნები სახლიდან მუშაობენ.
2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ამბულატორიები აშენდა, ხუთ სოფელში კი უკვე არსებულს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.