ფონდმა “ჯავახეთის მხარდაჭერა” ჯავახეთის წარმატებულ ახალგაზრდებთან შეხვედრების სერია დაიწყო სახელწოდებით „გავლილი გზა“.

დღეს, 13 იანვარს, ფონდმა – „ჯავახეთის მხარდაჭერა“ ახალქალაქის ოფისში, „ჯავახეთის ახალგაზრდული გაერთიანების პლატფორმის“ ინიციატივით, პირველი შეხვედრა სახელწოდებით „გავლილი გზა“, არმენ ადამიანთან გამართა. ის პლატფორმის წევრი, ფონდის ქველმოქმედი, პროგრამისტი, კომპანია „ესტეროქსის“ დამფუძნებელი და დირექტორია.

შეხვედრაზე არმენ ადამიანმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გზა განვლო, რა ძალისხმევა გასწია პროფესიულ სფეროში ადგილის დასამკვიდრებლად და საკუთარი კომპანიის შესაქმნელად. ისაუბრა სფეროში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, ასევე სიამოვნებით უპასუხა დამსწრეების კითხვებს.

ახალგაზრდები არმენ ადამიანის მონათხრობმა შთააგონა, მათ ბევრი კითხვა დაუსვეს.

შეხვედრები სახელწოდებით „გავლილი გზა“ მუდმივი ხასიათის იქნება.