ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სკოლაში სხვადასხვა კლასისა და საგნის მასწავლებლებისთვის კანსიები გამოცხადდა. სოფლებსა და ქალაქ ახალქალაქში 6 სამუშაო ადგილი გაიხსნა.

2021-2022 სასწავლო წელი დაიწყო, მაგრამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში მასწავლებლების შტატი კომპლექტირებული არ არის.  ქალაქისა და სოფლის სკოლებში მასწავლებლების ვაკანსიები სხვადასხვა საგანსა და კლასშია გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა. ამ დროისთვის, ვაკანსიები კიდევ 4 სკოლამ გამოაცხადა ვებგვერდზე http://teacherjobs.ge/ .

სოფელ ოლავერდის სკოლა მე-9 და მე-10 კლასებისთვის ბიოლოგიის მასწავლებელს და მე-4 კლასისთვის მათემატიკის მასწავლებელს ეძებს. გამოცხადდა საქმის მწარმოებლის ვაკანსიაც.

სოფელ ორჯაში დაწყებითი სკოლის პედაგოგია საჭირო.

სოფელ ოკამის №1 სკოლას მათემატიკის მასწავლებელი ესაჭიროება.

ახალქალაქის №5 სკოლა (ყოფილი ინტერნატი) საგანმანათლებლო პროცესის კოორდინატორს ეძებს.