ვირუსმა, რომელიც მთელ საქართველოსა და ახალქალაქში გავრცელდა, თითქოს ხალხს „აიძულა“ კორონავირუსი დაევიწყებინათ. უკვე დიდი ხანია ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსზე ტესტებს აღარ იკეთებენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, სირანუშ ტონაკანიანის თქმით, რეგიონში მწვავე რეპირატორული ინფექციის შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, პირიქით, შემცირდა.

„ადამიანები სიმპტომებითა თუ უსიმპტომოდ მოდიან, ტესტს ვუკეთებთ, მაგრამ კორონავირუსზე უარყოფით პასუხს ვიღებთ. თუმცა უკვე ბევრ ადამიანს შეხვდა სხვადასხვა ვირუსული დაავადება. საქართველოში ძირითადად სამი სახის მწვავე რესპირატორული ინფექცია გავრცელდა, რომელიც პნევმონიას იწვევს. ვირუსის რაობის გასაგებად, რინოვირუსია თუ ადენოვირუსი, პაციენტები უნდა გავსინჯოთ“, – აცხადებს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.

ამ დროისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ბავშვს დაუფიქსირდა: შემთხვევა ახალციხეში დადასტურდა და ბავშვი ამ წუთებში თბილისის კლინიკაში იმყოფება.

ცენტრს ვაქცინა აქვს, მაგრამ აცრა არავის სურს. თუმცა გრიპის საწინააღმდეგოდ რეგიონში 500 აცრა გაკეთდა, რომელიც აბსოლუტურად უფასოა.

ტონაკანიანის თქმით, იანვარ-თებერვალში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არც ისე ეფექტურია. სჯობს გაცილებით ადრე აიცრან.