სოფელ კოჩიოს მკვიდრი ვენერა ალექსანიანი ჯერ 15 წლისაა, თუმცა იგი არაერთ შეჯიბრში მონაწილეობს და იმარჯვებს. აღსანიშნავია მისი ულევი ენერგია და მონდომება. ჩვენი გმირი თანატოლებს მოუწოდებს სამოქალაქო ჩართულობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ.

ვენერა კოჩიოს საჯარო სკოლის მე-10 კლასელია. მისი მოტივაციის წყაროდ პოზიტიურ და ეფექტურ საქმეში ჩართვის დიდ სურვილს მიიჩნევს, რომელსაც მისთვისა და საზოგადოებისთვის წარმატება მოაქვს.

ბოლო პერიოდში მან კონკურსში “ეს ქვეყანა -შენია” მიიღო მონაწილეობა. ყოველივეზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის „ეს ქვეყანა -შენია“ ფარგლებში, ამავე სახელმწოდების ლოზუკნგით, კონკურსს აცხადებს რომლის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, აქტივობის სტიმულირება და მონაწილეთა წახალისებაა. წლევანდელი კონკურსის თემა სამოქალაქო ჩართულობა იყო.

კონკურსის ფარგლებში ჩვენმა გმირმა აქტიურობის მნიშვნელობა და მისი გამოცდილება გაგვიზიარა.

2020 წელს იგი საქართველოს პირველი ტელეარხის მიერ არაქართული სკოლების მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ ქართული ენის ოლიმპიადაში მონაწილეობდა და იმავე წელს პროექტის „ისწავლე, გაამარტივე ამოიცნო/Learn to Discern“-ის გამარჯვებული გახდა.
mrcanak

ვენერა მოხალისეობრივი მუშაობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ეს საკუთარი თავის აღმოჩენის გზა, ადამიანების დახმარების შესაძლებლობაა.

veneraa

„მოხალისეობრივ საქმიანობებში ვმონაწილეობ და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „Helping Hand“-ის მოხალისეც ვარ. 2021 წელს წლის საუკეთესო მოხალისედ მაღიარეს, 2022 წელს კი ფონდ „ჯავახეთის მხარდაჭერის“ მოხალისეების ლიდერი გავხდი“.

15 წლის სკოლის მოსწავლე საზოგადოებრივი ორგანიზაციის „We 4 Education“-ის წევრია და ორგანიზაცია „Knowledge seekers“ ვებინარებს აწყობს.

„შეხვედრებისას ვცდილობ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე ვისაუბრო. ვფიქრობ, ცნობიერების ამაღლება და ბარიერების შესახებ ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. ოცნებების გარეშე ვერ იცხოვრებ. როგორც ყველას, მეც მაქვს ოცნებები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. „სურვილების მაგიდა“ მაქვს – ზევიდან ის ოცნებებია მოქცეული, რომლებიც შესაძლო ახდეს და მათ “მიზნებს” ვუწოდებს, რომელთაც ნებისმიერ ფასად უნდა მივაღწიო. ისინი დაკავშირებულია როგორც ჩემ, ისე რეგიონის განვითარებასთან“.

mrcanakan 2

მომავალზე საუბრისას ვენერა აღნიშნავს, რომ ბევრი გეგმა აქვს, მაგრამ მათზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ მუდმივად უნდა ისწავლო, პიროვნულ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაო და არასოდეს დანებდე. სურვილების განხორციელების გზაზე მას პოზიტიური და პროდუქტიული საქმის კეთების სურვილი და ის წიგნები ეხმარება, რომელთა თავისუფალ დროს კითხულობს.