JNEWS-ს ის მოსამზადებელი კურსის სტუდენტები ესაუბრნენ, რომლებიც ნახევარი წელია თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. გავარკვიეთ თუ რა სირთულეებს წააწყდნენ სტუდენტები დიდ ქალაქში და როგორ პირობებში სწავლობენ და მუშაობენ.
გაიანე პეტროსიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მოსამზადებელი კურსის სტუდენტია. სხვა სტუდენტების მსგავსად, გაიანეც დიდ ქალაქში გადასვლისას უამრავ პრობლემას წააწყდა, რომლებიც ქართული ენის ცოდნასა და ფასების მატებასთან არის დაკავშირებული.
„თავიდან პრობლემა ბინებისა და სურსათის ძალიან მაღალი ფასები იყო. ამიტომ მუშაობაზე ვფიქრობდი, რათა ფინანსური ხარჯები შემემცირებინა და ამავდროულად ენაც შემესწავლა. მეგობრის რჩევით მაღაზიაში ნახევარ განაკვეთზე დავიწყე მუშაობა. ვიფიქრე, რომ ეს ენის დასაუფლებლად კარგი შანსი იყო. მაღაზიაში კარგი ატმოსფერო დამხვდა, თანამშრომლები მეგობრულები იყვნენ და ჩემი მდგომარეობა ესმოდათ, ძალიან მეხმარებოდნენ“, – ჰყვება ჩვენი თანამოსაუბრე.
დღეს გაიანე მაღაზიაში მომხდარ სასაცილო ფაქტებს სიცილით იხსენებს: როგორ მიჰყიდა კლიენტს ზეთის ნაცვლად ღვინო, ხოლო ყაზახ ტურისტს თხის რძის ნაცვლად ხაჭო.
გაიანესგან განსხვავებით, ლენამ მაღაზიაში მუშაობა 12-საათიანი განრიგით დაიწყო და კვირაში 5 დღე მუშაობდა. რთული იყო, მაგრამ სამუშაოსა და სწავლის შეთავსება მოახერხა.
„რეალურად, დიდ ქალაქში, უცხო გარემოში ყოფნა ძალიან რთულია, როცა არც ენა იცი, მაგრამ მონდომებით ყველაფერს დაძლევ. დროთა განმავლობაში ადავპტირდი. მიზეზთა გამო აქ ყველაფერი ძალიან ძვირია – საცხოვრებლიდან დაწყებული პირველადი მოხმარების საგნებით დამთავრებული. ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი, ამიტომ მუშაობის დაწყება გადავწყვიტე, რათა ორივე პრობლემა მომეგვარებინა. კომუნიკაცია ქართული ენის მარტივად ათვისებაში დამეხმარა. რაც შეეხება მეცადინეობებს – ყოველთვის არა, მაგრამ ხელს მაინც მიშლიდა და ზოგჯერ სწავლას ვერც ვასწრებდი”,- იხსენებს ლენა გალსტიანი.
Jnews-მა სტუდენტებს შორის მცირე გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ სტუდენტების უმეტესობა მაღაზიებში კურიერად ან ბუღალტერ-კონსულტანტად მუშაობს.