„The FUTURE ARMENIAN“ საზოგადოებრივი ინიციატივაა, რომელიც სომხებისა და მთელი მსოფლიოდან სომხეთის მეგობრების მონაწილეობით ტარდება და მისი მიზანი სომხეთისა და სომეხი ხალხის მდგრადი განვითარების ირგვლივ უნივერსალური ცნობიერებისა და ურთიერთგაგების შექმნაა.
უახლოეს მომავალში, 2023 წლის 10-12 მარტს, ერევანში ეროვნული ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც შემდეგ საკითხებს განიხილავენ: სომხეთი-დიასპორის ერთიანობა, ისტორიული პასუხისმგებლობა, მოსახლეობის ზრდა. JNEWS-ს არტაკ აპიტონიანი, “The FUTERE ARMENIAN”-ის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ესაუბრა.
როდის და როგორ ჩამოყალიბდა “The FUTERE ARMENIAN” და რატომ აირჩიეს სამოქალაქო ასამბლეის ფორმატი?
– ინიციატივა 2021 წლის გაზაფხულს გამოვიჩინეთ, მაგრამ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომის ომამდე ვფიქრობდით ამაზე. მიზანი სომხებში 20-წლიანი სტრატეგიისა და მისი აღქმის დანერგვა იყო. თუ გახსოვთ, პროექტის ორი თანაავტორი ოდესღაც, ახალი ინიციატივით – “სომხეთი-2020” იდეით გამოვიდა, სადაც სომხეთის განვითარების შესაძლო სცენარები შეიმუშავეს და გეგმავდნენ როგორ მიეღწიათ ამისთვის. სამწუხაროდ, ეს სცენარები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და ისინი ქაღალდზე დარჩა. ახლა მიზანი ერთია: ჩამოვაყალიბოთ 20-წლიანი სტრატეგია, თუმცა ახლა საზოგადოების ჩართულობას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, რათა ეს არ იყო მხოლოდ ექსპერტების მიერ შემუშავებული სცენარები, არამედ საზოგადოებაც გახდეს ამ დისკუსიების ნაწილი. 2020 წლის ომმა ჩვენი ყველა ხარვეზი თუ ნაკლოვანება გამოავლინა და ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ უფრო რთული ამოცანები უნდა დაისახონ და 15 საერთო სომხური მიზანი უნდა შემუშავდეს. შეხვედრას რამდენიმე ასეული სპეციალისტი და მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეისათვის 110 000 წევრი გვყავს, რომლებიც კონკრეტული პირები არიან სახელით, გვარით, მისამართით და საცხოვრებელი ადგილით, ისინი დარეგისტრირდნენ და შეუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა მხარი დაუჭირონ 15 მიზნის განხორციელებას. ერთია მიზნის განსაზღვრა, მეორეა მოქმედება, მისი სტრატეგიულ მიმართულებად გადაქცევა. ამ მიზნების მისაღწევად დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა – სამოქალაქო კრების ფორმატი გამოეყენებინათ. იგი ძირითადად იმ განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება, სადაც პოლიტიკური სისტემის ან საპარლამენტო კრიზისია, საზოგადოებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
ჩვენს სახელმწიფოშიც მსგავსი ვითარებაა, ამიტომ ამ გეგმის განხორციელებას სომხეთსა და დიასპორაში ვცდილობთ. ჩვენი მიდგომა საკმაოდ ინოვაციურია, რადგან ის დიასპორის დონეზე არ განხორციელებულა. გვსურს საერთო ველი შევქმნათ და გავიგოთ, რომელი სცენარი შეიძლება ჩაითვალოს რეალისტურად.
ინიციატივა აქტიურ სტადიაზეა, ჯავახეთში, თბილისში და სხვა რეგიონებში შეხვედრებიც იმართება, რადგან სომხური დიასპორა მრავალფეროვანია; ამიტომ, რამდენად რეალურია ჯავახეთიდან ერთმა მონაწილემ შეხვედრაზე ადგილობრივი სომხების ყველა პრობლემის წარმოდგენა შეძლოს?
– ამ კონფერენციის ფორმატი წინა კონფერენციებისგან ოდნავ განსხვავდება. მაგალითად, როდესაც სომხეთ-დიასპორის კრებაა და მას ჯავახეთიდან ჩამოსული ადამიანი ესწრება, იგი ჯავახეთის წარმომადგენელიც არის. ჩვენს კონფერენციებზე საექსპერტო კომიტეტები შესაძლო სცენარებსა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს შეიმუშავებენ. შესაძლოა ამ ექსპერტების სცენარებით საერთო კონსენსუსამდე ვერ მივიდეთ. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეა მაგიდაზე იმ პირობით განიხილება, თუ ორივე პროფესიონალურად გამართლებულია.
კონფერენციის მონაწილეები წარმოადგენენ როგორც საკუთარ თავს, ისე საკუთარ ცოდნას. პირველ დღეს სწავლობენ: უსმენენ ექსპერტებსა და სხვადასხვა ვარიანტებს, სვამენ კითხვებს და იღებენ განმარტებებს. განმარტებები, პასუხისმგებლობები, უფლებები – მთელი ამ სტრუქტურას განუმარტავენ ადამიანებს, რის შემდეგაც ისინი ერთად განიხილავენ შესაძლო ვარიანტებს და გადავლენ გადაწყვეტილების ეტაპზე, რომელიც საკუთარი ცოდნას, გამოცდილებას და საექსპერტო აზრის შერწყმას ეფუძნება.
წლების განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ხალხმა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა დეტალების შესახებ არ იცოდნენ და შესაძლოა ფსიქოლოგიურად წინააღმდეგნიც კი იყვნენ. გაერთიანებას უნდა ვეცადოთ, ანუ საზოგადოებას ექსპერტების მიერ შემოთავაზებული ვარიანტები გავაცნოთ, რადგან ასამბლეის ფილტრი თავად საზოგადოების ფილტრია.
რა მოლოდინი გაქვთ ასამბლეისთან დაკავშირებით, მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიისა და 15 საერთოსომხური მიზნის გათვალისწინებით, რომელთაგან 10-12 მარტის ასამბლეაზე მხოლოდ სამი მათგანი განიხილება?
– საპილოტე, მცირემაშტაბიანი ფორუმი არცახში ჩავატარეთ. ექსპერტებმა რამდენიმე პროგრამა შემოგვთავაზეს, რამდენიმე მშვენიერი გეგმა იყო, მაგრამ არცახში მოწონება არ დაიმსახურა და ამ რეგიონში აღარ განახორციელეს. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ექსპერტებს ვუსმენთ და მათ მიერ დაწერილ პროგრამებზე ვმუშაობთ, მაგრამ ადგილობრივებმა ამაზე არაფერი იციან, ვერც უარს ამბობენ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც კეთდება. რეალურად კი ხალხის საჭიროებების გააზრების გარეშე ვხარჯავთ რესურსს.
ჩვენ ადამიანებს კი არ ვეკითხებით, შესაძლო ვარიანტებზე ვასწავლით. ისინი ყველაზე ხელსაყრელს, მომგებიანსა და მოსახერხებელს ირჩევენ. ხალხს ალტერნატივა უნდა ჰქონდეს და ჩვენ არ უნდა მივუთითებდეთ, როგორ იცხოვრონ. ადამიანებს შეგნებული არჩევანისთვის ძალიან ცოტა შესაძლებლობა ეძლევათ.
“The FUTERE ARMENIAN”-მა ჯავახეთშიც გამართა შეხვედრა, თუმცა ღელავდნენ, რომ კონფერენციას ადამიანების მცირე რაოდენობა დაესწრებოდა, კომპიუტერიზებული შერჩევისა და გენერალური კონფერენციის მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით. განგვიმარტეთ, როგორ შეარჩიეთ მონაწილეები?
ეს 200 ადამიანი ფიზიკურად მონაწილეობს შეხვედრაში, მაგრამ პარალელურად, ონლაინ პლატფორმით დამსწრეები ერთვებიან დისკუსიებში და გვთავაზობენ წინადადებებს. ასე ისინი კონფერენციის ნაწილი გახდებიან – ყველა დარეგისტრირებულს აქვს შესაძლებლობა დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. რადგან ფიზიკურად არ ესწრებიან, ხმის მიცემას ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, ჯავახეთი დიდ როლს ითამაშებს.
ფაქტობრივად, ჩვენ სამი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის, ირანისა და თურქეთისთვის სპეციალური სტატუსი განვსაზღვრეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ჩვენი ისტორიისა და სამშობლოს განვითარებაში, თუმცა კლასიკური დიასპორის ნაწილი არ არიან.
რეგისტრაციების დიდი რაოდენობა ხარისხიანი ინფორმირებას უზრუნველყოფს. ზოგადად, არ მგონია, რომ ერთი-ორი წარუმატებელი ცდის გამო სამუშაობები დაზარალდება, რადგან ჩვენ გეგმებში ჯავახი სომხებიც შედიან, ბევრი მონაწილე გვყავს, რომლებიც ექსპერტების დონეზეც კი ერკვევიან საკითხებში.
რაც შეეხება შერჩევას – მეტნაკლებად დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ზოგად შერჩევაში 1-2 შეუსაბამო მონაწილეა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, რადგან გვსურს ყველაფერი იდელურად იყოს, მაგრამ ზოგიერთი ნამდვილად გულგრილი, გაუნათლებელია. საზოგადოების მხოლოდ განათლებულ ნაწილს წარმოვადგენთ, მაგრამ ეს დისონანსი არსებობს და უნდა ვეცადოთ, რომ ამ მასას ინტეგრირებაში დავეხმაროთ.
ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღიქმება, ამ პრობლემების გადასაჭრელად სხვადასხვა მიდგომა და განსხვავებული ქმედებაა საჭირო. რამდენად შეუძლია კონფერენციას სომეხი ხალხის პრობლემებზე ზრუნვა? რეალურად არის თუ არა კონკრეტიზაცია, სად დგას პრობლემა უფრო მწვავედ და რაზე კეთდება აქცენტი?
ერთი დისკუსიისას ყველა საკითხის განხილვა ძალიან რთულია. 15 მიზანი გვაქვს, მაგრამ ასამბლეაზე განსახილველად მხოლოდ 3 შეირჩა. ჩვენი მიზანი დიასპორის გაძლიერება, მისი სტრუქტურების გაძლიერება და სომხების დაცვაა. შევეცადეთ სომხეთ-დიასპორის შესაძლო ურთიერთქმედების განვითარებაზე გვეზრუნა.
ეს თანმიმდევრული პროცესია, რადგან ერთჯერად პრობლემას არ ვეხებით და ყველაზე მთავარი ერთობლივი ქსელის ჩამოყალიბებაა – კონფერენციაზე ძალიან ცოტა გადაწყვეტილებებს ვიღებთ და გეგმები შეიძლება ისევ ფურცელზე დარჩეს. ამიტომ სიტყვა საქმედ უნდა ვაქციოთ და გზად ურთიერთსამოქმედო ქსელი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც სამთავრობოდან ტრადიციულ სტრუქტურებამდე საზოგადოებრივ ორგანიზაციებამდე ყველა ორგანოს მოიცავს.
კონფერენციის შედეგებს წინადადებების პაკეტით გაცნობა – წარადგენთ თუ არა პარლამენტში იმ დოკუმენტს, რომელიც პირველი კონფერენციის შედეგად ჩაითვლება?
კონფერენციის შედეგები სამმაგი იქნება. პირველი სცენარების წინასწარი ჩამოყალიბებაა, ანუ კონფერენცია თავად გადაწყვეტს, რომელი სცენარია ყველაზე სასურველი და რომელ სცენარზე ურჩევნიათ მუშაობა. ეს იმაზე რთული დოკუმენტია, ვიდრე უბრალოდ წინადადებების პაკეტი.
შემდეგ სტრატეგიულ მიმართულებებს დავხვეწავთ: მიგრაცია მისაღებია, მაგრამ ის მხოლოდ სომხური არ უნდა იყოს.
მესამე კონკრეტული პროგრამული მიმართულებებია – რა არის საჭირო სომხური იდენტობის შესანარჩუნებლად? სომეხი მასწავლებლების მომზადების პრობლემაც დღის წესრიგშია. სომხური სკოლები და მასწავლებლები დიდ როლს თამაშობენ იდენტობის შენარჩუნებაში. დრო შეიცვალა და ახლა სკოლების დისტანციურად დაფინანსებაც შესაძლებელია. ბავშვისთვის სომხური ენის ინტერნეტით, დღეში ერთი საათით სწავლება შესაძლოა ბევრად ეფექტური გამოდგეს, ვიდრე, მაგალითად, დიასპორის საკვირაო სკოლაში სიარული, რომელსაც ბავშვი ან დაესწრებიან, ან არა.
სცენარის უპირატესობები და ახალი წინადადებები შესაძლო სტრატეგიებსა და გეგმებს წაადგეს. ამ სამ შედეგს კონფერენციის ბოლოს მივაღწევთ.