სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 537 შემთხვევა გამოვლინდა, 226 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 238 422 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 719 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 768 ადამიანი გარდაიცვალა. 1 148-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.