სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 335 ადამიანს გამოუვლინდა. გუშინ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა 230-ი იყო.
შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 5 606 შეადგინა. მათგან 2 581 უკვე გამოჯანმრთელდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობს 2 928 ადამიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 70 ადამიანი დაიღუპა. მათგან სამი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.