სომხეთში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 295 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, – ამის შესახებ, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ინფიცირების 257 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოთხშაბათს და მხოლოდ 150 სამშაბათს.
საერთო ჯამში, 17 სექტემბრის დილით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 671 ადამიანი დარეგისტრირდა. ფაქტობრივად, ამჟამად 3232 ადამიანი მკურნალობს (მათი რიცხვი დღეში 131-ით იზრდება). გამოჯანმრთელდა 42 231 ადამიანი (ბოლო დღეს – 162), გარდაიცვალა 925 პაციენტი (2 ბოლო დღეს).
ხელისუფლების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა დაავადებებით გარდაიცვალა კიდევ 283 კორონავირუსით ინფიცირებული. ამით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1208-ია.