კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 149 120-მდე გაიზარდა, – იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 14 დეკემბრის მონაცემებით, 148 682 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამრიგად, დღეში, ინფიცირების 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის გართულებებით სომხეთში 2529 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 26 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ, არის 626 (პლუს 8 გასული დღის განმავლობაში).
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 127 452 ადამიანი. მკურნალობს – 18 513. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 551 637.