სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 20-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 328-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 26 697 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 241 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 319 ადამიანი გარდაიცვალა.