სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ პარლამენტში მანდატების რაოდენობა დაასახელა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებსა და ბლოკებს ერგოთ.
სომხეთის პრემიერ – მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტია „ეროვნული თანხმობა“ ახალი მოწვევის პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს, სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ – 29 მანდატს, მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის არტურ ვანეციანის ბლოკი „მაქვს პატივი“ – შვიდ ადგილს დაიკავებს.
ამის შესახებ დღეს სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან მანუკიანმა განაცხადა.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართა.